საზაფხულო სკოლა მალტაზე



ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ 2011 წელს მალტის “EEC“-ენის ცენტრთან გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამ პროგრამის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ყოველ წელს სტუმრობენ საზაფხულო ბანაკს მალტაზე.

აღნიშნული პროგრამა გვთავაზობს ინგლისური ენის შესწავლას თანამედროვე, საინტერესო და სახალისო მეთოდებით. გაკვეთილებს უძღვებიან ინგლისიდან მოწვეული გამოცდილი და კვალიფიცირებული პედაგოგები. კურსი მოიცავს კვირაში 20 გაკვეთილს და ასევე სხვადასხვა სოციალურ , კულტურულ აქტივობaასა და ექსკურსიებს. დღის მეორე ნახევარში ტარდება სპორტული და ინტელექტუალური თამაშები. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცემათ შესაბამისი დონის სერტიფიკატები.

ეს პროექტი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გავიღრმაოთ და განვიმტკიცოთ ინგლისური ენის ცოდნა და უნარ-ჩვევები, მოვახდინოთ არსებული ცოდნის აქტივაცია ინგლისურენოვან გარემოში კომუნიკაციით , კონტაქტები დავამყაროთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოსწავლეებთან , გავეცნოთ მალტის კულტურას , ტრადიციებს და დავტკბეთ მალტის ულამაზესი ბუნებით ,სანაპიროებით და მოვინახულოთ მალტის ღირსშესანიშნაობები: ვალეტა, მდინა, გოზო-აჟურული ფანჯარა, მეგალითური ტაძრები, კომინო-ცისფერი ლაგუნა და ა.შ.