2019 წლის ივლისში ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 მოსწავლე ქეთი გიორგაძეს ხელმძღვანელობით გაემგზავრა ინგლისში, ნორსემპტონში, ბოსვორსის დამოუკიდებელი კოლეჯის „Bosworth Independent College“ ბაზაზე საზაფხულო სკოლაში. ჯგუფმა ორი დაუვიწყარი კვირა გაატარა საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსული ბავშვები. პროექტი გულისხმობდა 2 კვირით კოლეჯის კამპუსში ცხოვრებას, სამჯერადი კვებით კოლეჯის კაფეტერიაში. სკოლის პროგრამა მოიცავდა როგორც გაძლიერებულ ინგლისური ენის კურსს, ასევე სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებს ხელოვნების თუ სპორტული მიმართულებით. კურსის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები იყვნენ არაერთ ექსკურსიაზე, მათ შორის ჰარი პოტერის პავილიონში- კინოსტუდიაში, სადაც ჰარი პოტერის კონოგადაღებები მიმდინარეობდა, ლონდონის ტურზე, „London eye“- ზე გასეირნებით, ატრაქციეონების პარკში და და სხვა.
top of page
bottom of page
Comments