top of page

მზადება ამერიკის საერთაშორისო სამეცნიერო გამოფენისთვის - INTEL ISEF

INTEL ISEF-ის საერთშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა მსოფლიოს უმსხვილესი კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 70 ქვეყნის 1500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

გამოფენა ყოველწლიურად დაწყებული 1950 წლიდან ტარდება ამერიკის სხვადასხვა შტატში. ახალგაზრდა მეცნიერები ერთმანეთს სამეცნიერო და საინჟინრო ნაშრომებით ეჯიბრებიან.

საქართველოდან სამეცნიერო ნაშრომებს ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები წარადგენენ დაწყებული 2005 წლიდან.

წელსაც ამ სკოლების სამი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაზე, რომელიც გაიმართება 2016 წლის 8–13 მაისს არიზონას შტატის დედაქალაქ ფენიქსში.

საქართველოს ნაკრები, გამოფენის სამეცნიერო ნაწილში სამი მოსწავლით იქნება

წარმოდგენილი: გიორგი მესხი, მარიამ ქანაშვილი, ნატო მათურელი თავიანთ საპროექტო ნაშრომებს მათემატიკის სექციაში წარადგენენ.

ისინი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების მამუკა მესხიშვილისა და ია მებონიას ხელმძღვანელობით მუშაობენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს და იმედია, ისევე როგოც წინა წლებში, საქართველოს სახელს ღირსეულად წარმოაჩენენ!



Comments


Commenting has been turned off.
bottom of page