პროექტი „უსაფრთხო სკოლა“
- gahs school
- Nov 25, 2021
- 1 min read
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში პროექტ „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების ციკლი თემაზე: „ერთად ვიზრუნოთ საკუთარი და ირგვლივმყოფებისუსაფრთხოებაზე“.
შეხვედრაზე სკოლის დირექციამ,სკოლის უსაფრთხოების,სამედიცინო და ფსიქოლოგის სამსახურმა მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მიაწოდა ინფორმაცია სკოლაში უსაფრთხოების ნორმების შესახებ.შეხვედრამ მოსწავლეების დიდი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვია.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიდეოჩვენება - „ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საგანგებო სიტუაციებში მოქმედების იმიტაციური სცენარი“.