10 აპრილს სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. აქედან შემოსული თანხა გადაირიცხა ,,ბედნიერი სახლის’’ მშენებლობის ანგარიშზე, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის შენდება.
11 აპრილს ჩვენს სკოლაში ჩატარდა საქველმოქმედო - შემოქმედებითი ღონისძიება, რომელიც ფონდისადმი სულიერი თანადგომის გამოხატულება იყო.დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული ფონდის შესახებ მიეწოდა ინფორმაცია. ღონისძიებაზე წაიკითხეს ბერი ანდრიას ჩანახატები, რომლებიც ბავშვებმა მუსიკალურად გააფორმეს.
Comments