ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რუსული სახლის პარტნიორული პროგრამის ფარგლებში 2018 წლის 20-29 ივნისს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი კულტურულ-შემეცნებითი პროგრამით ეწვია ქალაქ-მუზეუმ სანქტ-პეტერბურგს.10 დღის განმავლობაში მოსწავლეებმა მოინახულეს ამ ულამაზესი ქალაქის ყველა ძირითადი ისტორიული თუ კულტურული ღირსშესანიშნაობა: ერმიტაჟი, პეტერგოფი, ეკატერინეს სასახლე, პეტრე პავლეს ციხე სიმაგრე, მიხაილოვისა და სტროგანოვის სასახლეები, ისააკ იევის ტაძარი და ბევრი სხვა.
ყოველი ექსკურსია შემეცნებითი და შთამბეჭდავი იყო. მოსწავლეებმა უამრავი ახალი და საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან და აქტიურად ჩაერთვნენ ინტერაქციაში, რამაც თავის თავად ხელი შეუწყო მათი თვალსაწიერის გაფართოებას, ერუდიციის ამაღლებასა და ენობრივი კომპეტენციის გაღრმავებას.გარდა ძალიან დატვირთული შემეცნებითი ღონისძიებებისა, პროგრამა მოიცავდა სახალისო აქტივობებს, რომლებმაც უფრო დააახლოვა და დაამეგობრა მოსწავლეები და კიდევ უფრო მეტად დაუვიწყარი გახადა მათთვის ეს მოგზაურობა.
Comments