კემბრიჯის გამოცდები – ზოგადი ინფორმაცია

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნის კვალიფიკაციას სხვადასხვა დონეზე. კემბრიჯის გამოცდები ინგლისურში შექმნილია ენის შემსწავლელთათვის ყველა დონეზე – ელემენტარული დონიდან დაწყებული ინგლისური ენის ყველაზე მაღალი დონით დამთავრებული. კემბრიჯის გამოცდები ზოგად, ბიზნეს – და იურიდიულ ინგლისურში ცნობილია მთელ მსოფლიოში და ფართოდ არის აღიარებული პროფესიული და აკადემიური მიზნებისათვის. კემბრიჯის გამოცდები შედგება ოთხი ნაწილისაგან – მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა. კემბრიჯის ყველა გამოცდა შეესაბამება ენების საერთო ევროპული სტრუქტურის სტანდარტებს. ქულები მერყეობს ბაზისური A1 დონიდან უმაღლეს C2 დონემდე. ეს გამოცდები არის მსოფლიოში წამყვანი გამოცდები ინგლისური ენის შესწავლის მსურველთათვის. ეს გამოცდები ჩაბარებული აქვს 3 მილიონზე მეტ ადამიანს 130 ქვეყანაში. კემბრიჯის სერტიფიკატი საშუალებას იძლევა მოიპოვოთ კოლეჯში ან უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, გზას გიკვალავთ სამომავლო კარიერაში და გეხმარებათ შეამოწმოთ ენის ცოდნის დონე. 11 000-ზე მეტი დამსაქმებელი, უნივერსიტეტი და სამთავრობო სტრუქტურა მთელ მსოფლიოში აღიარებს კემბრიჯის საერთაშორისო კვალიფიკაციას. კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები ტარდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და ზამთარში. საქართველოში კემბრიჯის გამოცდების ჩატარებას კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ბრიტანეთის საბჭო. გამოცდის შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის დღიდან 5 – 7 კვირის განმავლობაში. პასუხები ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში. პასუხების შემოწმების დეტალური პროცედურა ცხადდება გამოცდის დღეს. სერტიფიკატები გაიცემა გამოცდის დღიდან 3 თვეში. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://www.cambridgeesol.org/index.html


Recent Posts

See All

2019-2020 graduates

Enrollments! Enrollments! Enrollments! 2020 As in previous years, in 2020 all of our 12th graders became students. Out of 50 students who passed the national exams, 34 students won grants. We congratu

2018-2019 graduates

Traditional result! As in previous years, in 2019 all of our 12th graders became students. Out of 48 students who passed the national exams, 33 students won grants. We congratulate our graduates on th

2017-2018 graduates

As in previous years, in 2018 all of our 12th graders became students. Out of 50 students who passed the national exams, 36 students won grants. We congratulate our graduates on this success and wish

       დაგვიკავშირდით

  • გ. ჭყონდიდელის ქუჩა 18

  • ნინო რამიშვილის 6

  • ი. ჭავჭავაძის გამზ. 2 ჩიხი N 5                                                                    (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 21)

  • შოვი N 3 (შეს. ჭავჭავაძის გამზ. 44)

2 69 90 14, 597 73 47 93

2 29 16 16, 598 53 30 77

facebook.png
youtube.png

ყველა უფლება დაცულია © 2019

საიტის ავტორი, GAHS-ის მოსწავლე - ლუკა რამიშვილი