top of page

ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულ მოსწავლეს ამ საოცარ წარმატებას!

ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. სპორტსმენმა ტურნირზე ყველა შეხვედრის მოგება გეიმის წაუგებლად შეძლო, ფინალში კი ლიეტუველი მაგიდის ჩოგბურთელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

 რიგის საერთაშორისო ტურნირს სარეიტინგო ტურნირის სტატუსი აქვს. ასპარეზობაში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა.



Comments


bottom of page