top of page

ვემსახურებით საქართველოს

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს საწარმოთა საქმიანობის საერთო სახელმწიფო ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს. საწარმოთა რეიტინგები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

  • თანამშრომელთა რაოდენობა

  • თანამშრომელთა საშუალო ხელფასი

  • საწარმოს ბრუნვა

სექტორების მიხედვით საწარმოებს ენიჭებათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს რეიტინგები. წელს კერძო სკოლების სექტორში ჩვენმა სკოლამ – ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ ოქროს რეიტინგი დაიმსახურა. სკოლას მიენიჭა ,,დარგის ლიდერი’’-ს წოდება, ორდენი – ,,ეკონომიკის ვარსკვლავი’’ და მედალი ,,პროფესიული დამსახურებისთვის’’. სკოლის დირექტორს ბატონ მამუკა მესხიშვილს გადაეცა 2016 წლის საუკეთესო სპეციალისტის და საუკეთესო სკოლის დირექტორის წოდება. გთავაზობთ თბილისის ლიდერი – ტოპ 10 კერძო სკოლის ჩამონათვალს: რეიტინგი ოქრო

  • ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

  • ევროპული სკოლა

  • ახალი სკოლა

  • მწიგნობართუხუცესი

რეიტინგი ვერცხლი

  • მთიები

  • პრომეთე

  • ამერიკული აკადემია

რეიტინგი ბრინჯაო

  • ევროპული სასწავლებელი

  • ბრიტანულ-ქართული აკადემია

  • ქართული სასწავლებელი

საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ბათუმის ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრში’’2016 წლის 27 მაისს.



コメント


コメント機能がオフになっています。
bottom of page