top of page

ეთნო-ტური ბაქოში

ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი 2018 წლის ოქტომბერში ეწვია ქალაქ ბაქოს. 3 დღის განმავლობაში მოსწავლეებმა მოინახულეს ამ ულამაზესი ქალაქის ძირითადი ისტორიული თუ კულტურული ღირშესანიშნაობა: ახალი ბაქოს მოდერნიზმის სიმბოლო-ჰეიდარ ალიევის მუზეუმი; „იჩერი შეჰერი“- ძველი ბაქოს ისტორიული ცენტრი და უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლეს-ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლს, და ქალწულის კოშკს, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. მოსწავლები ეწვივნენ მინიატურული წიგნების მუზეუმს, რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი და მათ შორის ქართული „ვეფხისტყაოსანი.“ დაათვალიერეს ხალიჩების მუზეუმი; გაისეირნეს გონდოლებით, ე.წ. პატარა ვენეციაში. თავისუფალ დროს კი დააგემოვნეს ნაციონალური კერძები.




Comments


Commenting has been turned off.
bottom of page