დაუვიწყარი ევრო-ტური

ჩვენამ სკოლამ , 2014 წლის 6-14 იანვარს მოაწყო საახალწლო ევრო ტური ევროპაში. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ევროპის 5 ქვეყანაში: ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში. გარდა დატვირთული შემეცნებითი ღონისძიებებისა, ტური მოიცავდა სახალისო აქტივობებს, რომლებმაც უფრო დააახლოვა და დაამეგობრა მოსწავლეები და კიდევ უფრო მეტად დაუვიწყარი გახადა მათთვის ეს მოგზაურობა. იმის გათვალისწინებით, რომ კულტურათაშორისი დიალოგი სრულფასოვანი ინტელექტუალური პიროვნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, ჩვენი სკოლის მიერ სამომავლოდაც დაგეგმილია ასეთი ყოველწლიური გასვლითი ღონისძიებები.