საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობით, 2011 წლის 7 მაისს 69–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რაიონული სასკოლო–გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1998–1999 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის.
ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, მონაწილეობდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის 20 სკოლა. გაიმარჯვა ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდმა, რომლის ღირსებას იცავდნენ:
გიორგი ბერუაშვილი – VII კლასი (I დაფა);
ლაშა ჯაოშვილი – VII კლასი (II დაფა);
ჯაბა ჯაბაური – VII კლასი (III დაფა);
ნინო ქერდიყოშვილი – VI კლასი (IV დაფა).
2011 წლის 23 მაისს, ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა სასკოლო–რეგიონალური გუნდური ჩემპიონატი 1998–1999 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის. მასში მონაწილეობდნენ რაიონულ ტურნირებში გამარჯვებული გუნდები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით. ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდმა დაიკავა II ადგილი.
Comments