19 ივნისს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიის’’ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ,,გახდი ოლიმპიელის’’ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ეგიდით წელს პირველად ჩატარდა VI კლასის მოსწავლეთა მათემატიკური ოლიმპიადა. აღნიშნული ოლიმპიადა სხვა შეჯიბრებებისგან იმით გამოირჩვეა, რომ მის ორივე ეტაპზე მონაწილეობა უფასოა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენას. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ ნაკრებში. ამჟამად ბევრი მათგანი წარმატებული ბიზნესმენია. სწორედ მათი თაოსნობითა და ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლებისმხარდაჭერით გაიმართა აღნიშნული ოლიმპიადა.
გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააჯილდოვა. გამარჯვებულ ოთხ მოსწავლეს შორის, ჩვენდა სასიხარულოდ, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე სანდრო ბაჯელიძეა. მორე ტურში გადასულ 60მონაწილეს შორის კი 8 ჩვენი სკოლის მოსწავლეა.
საზეიმო ცერემონიალზე ყველა მათგანს საპატიო სიგელები გადაეცა. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის განცხადებით, აღნიშნული ოლიმპიადა ტრადიციული გახდება. წარმატება ვუსურვოთ მათ ამ მეტად სასიქადულო საქმეში.
Comments