ISEF
1950 წელს დაარსებული ISEF-ის საერთშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენა მსოფლიოს უმსხვილესი კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს 1500 მეტი მოსწავლის შეხვედრას დაახლოებით 70 ქვეყნიდან და საშუალებას აძლევს მათ გამოფინონ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები. ISEF-ზე დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ უკვე ადგილობრივ, ISEF – ის რეგიონალურ ფილიალ სამეცნიერო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს (საქართველოში ISEF – ის ფილიალი სწორედ ქართულ – ამერიკული უმაღლესი სკოლაა).
ISEF აერთიანებს ამ მეცნიერულად მოაზროვნე ახალგაზრდებს და ახდენს მათი ნიჭის დემონსტრირებას საერთაშორისო ასპარეზზე. იგი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს წარუდგინონ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო აღიარების მეცნიერებს შესაფასებლად. კონკურსის მონაწილეები ეჯიბრებიან ერთმანეთს 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდისა და სტიპენდიისათვის. მონაწილეები ფასდებიან როგორც შემოქმედებითი უნარითა და მეცნიერული ნააზრევის, ასევე პროექტის დეტალურად, დახვეწილად და ოსტატურად შექმნის მიხედვით.
ISEF – ის ყოველწლიური შედეგები შუქდება სხვადასხვა მედია საშუალებით, მათ შორის: The New York Times, CNN, ჟურნალი Forbes, ABC World News, The Washington Post.
ISEF – ის მნიშვნელოვანი ჯილდოების რიცხვს მიეკუთვნება:
გორდონ მურის პრიზი, რომელიც შეადგენს 75,000 აშშ დოლარს და გადაეცემა საუკეთესო მონაწილეს. (გორდონ მური -კორპორაცია თანადამაარსებელი 1968 წ., მისი პრეზიდენტი და საბჭოს თავჯდომარე პენსიაში გასვლამდე 1997 წ. ცნობილია „მურის კანონით“, ქიმიასა და ფიზიკაში მიღწევებისათვის.)
ფონდის ახალგაზრდა მეცნიერის პრიზი – 50,000 აშშ დოლარი, გადაეცემა ორ საუკეთესო პროექტს.
რადლი ჰერშბახის SIYSS ჯილდო. (რადლი რობერტ ჰერშბახი – ჰარვარდის პროფესორი და ნობელის ლაურეატი ქიმიაში) ეს ჯილდო საშუალებას აძლევს სამ ფინალისტს დაესწროს სტოკჰოლმის საერთაშორისო ახალგაზრდული მეცნიერების სემინარს (SIYSS), რომელიც ასევე გულისხმობს ნობელის დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას სტოკჰოლმში. პრიზი სრულ ხარჯებს ანაზღაურებს.
ევროკავშირის კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის – ახალგაზრდები მიიღებენ ჯილდოს, რომელიც ანაზღაურებს ყველა სახის ხარჯს და საშუალებას აძლევს მათ დაესწრონ კონკურსს, რომელიც ყოველ ჯერზე ახალ ქალაქში ჩატარდება.
ჯილდო კატეგორიაში საუკეთესოსთვის –კატეგორიაში გამარჯვებულები უზრუნველყოფილი იქნებიან 5,000 აშშ დოლარის ოდენობის სტიპენდიით.
ISEF Grand ჯილდო – ყველა წარმოდგენილ 17 კატეგორიაში პირველ ოთხ ადგილზე გასულ კოკურსანტს გადაეცემა ფულადი ჯილდო.
ჯგუფური პროექტები შეფასდება და დაჯილდოვდება სამეცნიერო კატეგორიის მიხედვით, ჯგუფის წევრები ჯილდოს გაიყოფენ თანაბრად.
2005 წლიდან ქართულ – ამერიკული უმაღლესი სკოლა გვევლინება ISEF –ის ფილიალ ორგანიზციად. სკოლამ რამდენჯერმე მიიღო მონაწილება ISEF –ის ყოველწლიურ ჩემპიონატზე:
2005 წლის 8-14 მაისს, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში, 2006 წლის 5-14 მაისს, ინდიანას შტატის დედაქალაქ ინდიანაპოლისში, 2007 წლის 11-19 მაისს ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუქერქეში, 2008 წლის მაისში ატლანტა, ჯორჯიას შტატში ჩატარებულ მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების მსოფლიო ჩემპიონატებზე.
მეცნიერულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, სადაც შეიძლება სერიოზული გამოხმაურება ჰპოვოთ თქვენი სამეცნიერო ძიების გასაგრძელებლად. თუმცაღა კვლევის საკითხის ყურადღებით დაგეგმვა და წესების გათვალისწინება გადამწყვეტია ამ წარმატებისათვის.