ლელა ფიცხელაური – დირექტორის მოადგილე
-
ერთიანი ეროვნული სასწავლოგეგმით გათვალისწინებული სწავლების განხორციელება;
-
ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ინდიკატორების შესაბამისი შინაარსის შერჩევა და მეთოდიკის განსაზღვრა;
-
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
-
მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგისა და შეფასების დაგეგმვა და განხორციელება;
-
პედაგოგთა, აღმზრდელთა, მოსწავლეთა და სხვა მუშაკთა დასწრების აღრიცხვა;
-
სასკოლო საგაკვეთილო ცხრილის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
-
კლასგარეშე საქმიანობების (მოსწავლეთა კლუბები, პროექტები, ექსპედიციები და სხვა ღონისძიებები) მიმდინარეობის ორგანიზება და მართვა;
-
პედაგოგთა და აღმზრდელთა სასკოლო კონფერენციების ორგანიზება და მართვა;
-
მისი ამ საქმიანობის კუთხით რეკომენდაციების წარდგენა;
-
სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო (საგაკვეთილო _ აღმზრდელობითი); პროცესის ტექნიკური მხარის ხარისხის მონიტორინგი, რეკომენდაციების და მითითებების შემუშავება;
-
მისი საქმიანობის კუთხით, სამსახურეობრივ ურთიერთობაში მყოფი თანამშრომლებიდან ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, რეკომენდაციების და გაუმჯობესების გზების შემუშავება, რეკომენდაციების წარდგენა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
-
ატარებს ოპერატიულ შეხვედრებს მასწავლებლებთან მიმდინარე საკითხებზე;
