Georgian (Georgia)English (United Kingdom)
Home Tao-Klarjeti 2010
There are no translations available.

ტაო-კლარჯეთი 2010

  ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაცია 12-14 ივნისს 42 წარმომადგენლით იმყოფებოდა ტაო-კლარჯეთში. მათ მოინახულეს უძველესი ქართული სიწმინდეები: ბანა, დოლისყანა, ვაჩეძორი, იშხანი, ოთხთა ეკლესია, ოპიზა, ოშკი, ოლთისის ციხე, პარხალი, ტბეთი, შატბერდი, ხანძთა და ხახული.
  დელეგაცია ღამით გაჩერდა ართვინისა და იუსუფელის საუკეთესო სასტუმროებში. მათ ასევე მოინახულეს ტაო-კლარჯეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომელთა შორის აღსანიშნავია თორთომის ჩანჩქერი და ჯოჯოხეთის კანიონი.
  ექსკურსია საუკეთესოდ იყო ორგანიზებული და სკოლის მოსწავლეთა თხოვნით ის ტრადიციულად ყოველწელს მოეწყობა. 
 

Subscription